შეხვედრა ბიზნეს-ომბუდსმენთან

09.08.2020 01:29

ბიზნესომბუდსმენი და შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი ზუგდიდში ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდნენ. მსჯელობისას კორონავირუსის პანდემიის ფონზე, ეკონომიკური საქმიანობის აღდგენა და ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შემუშავებული რეგულაციების აღსრულების საკითხები განიხილეს. ადგილობრივ ბიზნესთან დისკუსია „კოვიდ-19“-ის წინააღმდეგ შემუშავებული წესების შესახებ ცნობიერების ამაღლებას და რეგულაციების აღსრულების ხელშეწყობას ისახავს მიზნად. შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში გაიმართა და კერძო სექტორის წარმომადგენლებს მათთვის მნიშვნელოვანი თემების შესახებ კითხვების დასმისა და უწყებების მხრიდან შესაბამისი კონსულტაციის მიღების შესაძლებლობაც ჰქონდათ. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: