საქართველო Pfizer-ის ვაქცინას მიიღებს


თებერვლის შუა რიცხვებისთვის ქვეყანა „ფაიზერის“ ვაქცინის 30 ათასამდე დოზას მიიღებს, რომლითაც პირველ რიგში ექიმები აიცრებიან. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, პირველ და მეორე კვარტალში უნდა ჩამოვიდეს „ასტრაზენეკას“ ვაქცინაც, იმისთვის, რომ ვაქცინაცია სხვა ჯგუფებშიც დაიწყოს. აქვს თუ არა ქვეყანას შესაბამისი ინფრასტრუქტურა, - ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ შენახვის პირობები არის ლუგარის ლაბორატორიაში და მის ფილიალებში ბათუმსა და ქუთაისში. ვაქცინაციის აუცილებლობაზე საუბრობს ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი. თენგიზ ცერცვაძის განმარტებით, ვირუსის საწინააღმდეგო აცრა, „კოვიდ-19-ის“ წინააღმდეგ ბრძოლის ყველაზე მძლავრი იარაღია.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან