1978 წლის ოქტომბრის წირვა-ლოცვის აუდიო ჩანაწერი.

29.03.2016 01:32:46

1978 წლის ოქტომბერი... სიონის საპატრიარქო ტაძარში ხალხმრავლობა იყო. ერთი კეთილი კაცის იაპონური დიქტოფონი „პანასონიკი“ მოვიმარჯვე და მეორე სართულზე მგალობელთა გუნდის ქანდარაზე ავედი, ჩავიწერე შაბათის ლოცვა და კვირის წირვა. უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის თანამწირველები იყვნენ: ქუთათელ-გაენათელი მთავარეპისკოპოსი შიო (ავალიშილი), ჭყონდიდელი მთავარეპისკოპოსი იოანე (ანანიშვილი) და არქიდიაკონი (მაშინ პროტოდიაკონი მამა ღვთისო შალიკაშვილი). ღმერთმა ნათელი დაუმკვიდროს ამ გუნდის წევრებს. (გუნდის ხელმძღვანელი იყო ცომაია).
როცა ამ საგალობლებს ვუსმენ, მახსენდება გასული საუკუნის 70-80-იანი წლები, სიონის საპატრიარქო ტაძარი, ჩვენი უწმიდესის პირველი ნაბიჯები დედა ეკლესიის აღორძინების გზაზე.

პროფესორი სერგო ვარდოსანიძე
საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის რექტორი.

გაზიარება:
SkillHub