ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი


საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურსა და ლიეტუვას რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს ფინანსური დანაშაულის საგამოძიებო სამსახურს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმი საქართველოსა და ლიეტუვას სამართალდამცავ უწყებებს შორის საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ჩადენილი დანაშაულის გამოვლენის, აღკვეთისა და გამოძიების მიმართულებით, ორმხრივ თანამშრომლობას ითვალისწინებს.

საგამოძიებო სამსახურის დელეგაციის წევრები ლიეტუვას შინაგან საქმეთა სამინისტროს მთავარ მრჩეველს, ფინანსური დანაშაულის საგამოძიებო სამსახურის უფროსს და სხვა ხელმძღვანელ პირებს შეხვდნენ. ვიზიტის ფარგლებში, გამართულ შეხვედრებზე საუბარი შეეხო საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების მეთოდოლოგიასა და თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის ევროპულ ოფისთან ლიეტუველი კოლეგების თანამშრომლობას.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან