ორბელიანის ქუჩის რეაბილიტაცია


ორბელიანის ქუჩის რეაბილიტაცია. სამუშაოების ძირითადი ნაწილი 2018 წლის ბოლოს დასრულდება. რეაბილიტაციის ფარგლებში ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის 13 ძეგლს შესაბამისი წესების დაცვით სათანადო სამუშაოები ჩაუტარდება.

სამუშაოების ჯამური ღირებულება 55-60 მილიონ ლარამდეა. პროცესს პრემიერ-მინისტრი, დედაქალაქის მერი და პარლამენტის თავმჯდომარე ადგილზე გაეცნენ.

ორბელიანის მოედნის რეაბილიტაცია 18 მისამართზე სარეაბილიტაციო-სარესტავრაციო სამუშაოებს, 150 მანქანაზე გათვლილი მიწისქვეშა ავტოსადგომის მშენებლობას და კეთილმოწყობის სამუშაოებს მოიცავს. ამ ეტაპისთვის დასრულებულია კონსტრუქციული გამაგრების სამუშაოები და მიმდინარეობს ფასადების, მხატვრული დეტალების აღდგენა-რესტავრაცია და შენობების გადახურვა.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchanne...
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან