ილიაუნის სტუდენტების აქცია
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტების აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოსთან შეხვედრას და იმ რეფორმის გადახედვას მოითხოვენ, რომლის თანახმადაც, შიდა რეორგანიზაციით ილიაუნის ბიზნესსკოლა მენეჯმენტის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტს შეუერთდა. ბიზნესსკოლის დეკანი, გიორგი ქადაგიძე კი თანამდებობიდან გადააყენეს, რასაც სტუდენტები არასწორად მიიჩნევენ. დაპირისპირება ბიზნესსკოლის ყოფილ დეკანსა და ილიაუნის რექტორს, გიგა ზედანიას შორის იანვარში დაიწყო. გიორგი ქადაგიძის განმარტებით, რექტორმა რეორგანიზაცია მისი თანამდებობიდან ჩამოშორების მიზნით დაიწყო, რადგან დეკანად საქმიანობისას მან არაერთხელ გამოთქვა პრეტენზია საუნივერსიტეტო ფინანსების გაუმჭვირვალობასთან და 60 მილიონიანი ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვასთან დაკავშირებით, რაც მისი თქმით, სტუდენტების განათლების ხარისხზე ნეგატიურად აისახება. თავად რექტორი განმარტავს, რომ მსგავსი რეორგანიზაცია უნივერსიტეტში ხშირად ხორციელდება და ის პიროვნული მოტივით არ არის ნაკარნახევი. რაც შეეხება ფინანსების გაუმჭვირვალობასთან დაკავშირებულ ბრალდებას, ზედანიას თქმით, ეს სიცრუეა, რასაც სახელმწიფო და საერთაშორისო აუდიტების დასკვნებიც ადასტურებს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები რექტორსა და აკადემ...
TV IMEDI
ილიაუნის სტუდენტები დღეს აქციას გამართავენ
TV IMEDI
ილიაუნის სტუდენტები აკადემიური საბჭოს წევრებსა და რექტორს ხვ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ილიაუნის სტუდენტების შეხვედრა გიორგი ქადაგიძესთან გვიან ღამე...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ილიაუნის ადმინისტრაციულ შენობაში სტუდენტები შიმშილობას განაგ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ილიაუნის სტუდენტების მოთხოვნა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ილიაუნის სტუდენტების ნაწილი შიმშილობას განაგრძობს
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ილიაუნის სტუდენტების პროტესტი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster