თემურ ჩხეიძის სახელოსნო

11/19/2014
culturegovge culturegovge-ის მიერ

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერითა და რეჟისორ თემურ ჩხეიძის ინიციატივით 2014 წელს ფუნქციონირება დაიწყო თანამედროვე თეატრალური ხელოვნების განვითარების ცენტრმა, რომელსაც თავად რეჟისორი ხელმძღვანელებს.
ცენტრი სახელოსნოს პრინციპით მუშაობს - თეატრის რეჟისორები, დრამატურგები და თეატრმცოდნეები ორი სასწავლო წლის განმავლობაში, სამეფო უბნის თეატრის ბაზაზე თავიანთ პროფესიულ უნარებს სრულყოფენ და შესაბამისი სპეციალობების თეორიულ და პრაქტიკულ ასპექტებს დაეუფლებიან.
ცენტრის მიზანია ქართული სასცენო ხელოვნების განვითარება, საერთაშორისო ტენდენციების გაცნობა, თეატრის ახალგაზრდა სპეციალისტთა დაოსტატება და მაღალმხატვრული თეატრალური პროდუქციის შექმნა. სასწავლო პროცესი უშუალოდ თემურ ჩხეიძის ხელმძღვანელობით წარიმართება.
სახელოსნოში სწავლა 9 სტუდენტმა დაიწყო, რომლებიც კონკურსის წესით შეირჩნენ. კურსი მოიცავს 2 სასწავლო წელს. სახელოსნოში სწავლა უფასოა.

►   / timeline  


http://www.culture.gov.ge/
  / culturegovge  
http://twitter.com/#!/CULTUREgovge
   / culturegovge  
http://www.flickr.com/photos/cultureg...
http://www.myvideo.ge/?user_id=855045

ვიდეოები „culturegovge culturegovge"-ისგან