"ოცნებას" არჩევნებმდეც აღარ ვახსენდებით - 2008 წლის აგვისტოს ომის დევნილები კოდაში
-- 500-მდე დევნილი ოჯახი, რომელიც თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ კოდაში სპეციალურად მათთვის გამოყოფილ დასახლებაში 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ცხოვრობენ, წყლის გარეშე არიან დარჩენილები. როგორც ადგილობრივები ამბობენ, დასახლებას წყლის პრობლემა წლების განმავლობაში ჰქონდა, თუმცა, უკანანსკნელი ერთი თვეა სიტუაცია კიდევ უფრო გაუარესდა. "რაღაც საქაჩი მატორის პრობლემააო, მაგრამ ჩვენ რა უნდა ვქნათ, არავინაა პატრონი. წინა ხელისუფლების დროს, არჩევნებამდე მოდიოდნენ მაინც, გვეკითხებოდნენ, რა გვჭირდებოდა, ახლა ესეც არ ხდება", - გვეუბნება ადგილობრივი მცხოვრები. წყლის დეფიციტი განსაკუთრებით დევნილი ქალების შრომაზე აისახება. "მე არ მყავს მანქანა, რომ წავიდე რომელიმე სხვა სოფელში და იქიდან მოვიტანო წყალი. ჩემი ქმარი მძიმე ავადმყოფია, იმ დღეს გასაპნილი დამრჩა ბანაობისას, კიდევ კარგი ბოთლებში მქონდა ცოტა შეგროვებული და გადავავლე", - გვეუბნება პენსიონერი დევნილი ქალი. იმის მიუხედავად, რონ წყლის პრობლემა ყველა ოჯახისთვის მნიშვნელოვანია, დევნილები საჯაროდ პრობლემაზე საუბარს, მითუმეტეს ხელისუფლების დადანაშაულებას ერიდებიან. უმრავლესობის არგუმენტი ის არის, რომ შიშობენ საჯარო სამსახურში დასაქმებულ რომელიმე ოჯახს წევრს, "პრობლემა არ შეუქმნან". საქართველო, ნეტგაზეთი, 995 032 2960830 [email protected] | [email protected] http://netgazeti.ge | http://batumelebi.ge / @netgazeti / netgazeti http://netgazeti.ge/feed/
netgazeti ge-ის სხვა ვიდეოები
ეპისტოლედან-ეპისტოლემდე -- "პარტიზანი გოგოების" ვი...
NetGazeti: ჰომოფობიურ აქციაზე ლგბტ დროშა დრონით აა...
თავისუფალი თაობა VS თავისუფალი ზონა ენმ-ს ოფისთან...
ტოტალიტარიზმი კლავს და ჩვენ ვირჩევთ პროგრესს - გვა...
აქცია "ჩვენ ვირჩევთ ევროპას"
ტრიპოლსკი ხმალაძეს: ომამდე ტანკისტი ხომ არ იყავით?
ბერძენიშვილი საზოგადოებრივი ზნეობის შეურაცხყოფაზე
"ბექა კრიმინალი არ არის" - საპროტესტო აქცია თბილის...
მსგავსი ვიდეოები
„ოცნებას“ უწევს, ფოკუსების მოგონება“
Tv Kavkasia
#არჩევნები2020 „ნაციონალური მოძრაობის“ დატოვება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მწვავე კრიტიკა ევროკავშირიდან
Formula News
მერობის და გამგებლობის კანდიდატების წარდგენა კახეთში
ტელეკომპანია თანამგზავრი
მზადება თვითმმართველობის არჩევნებისთვის
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
IRI-ი კვლევის შედეგებს აქვეყნებს
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
არ გვინდა, ჩვენი პარტია დაემსგავსოს „ოცნებას“, არჩევნებიდან...
ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia
ხვალ რომ არჩევნები იყოს, ვის მისცემდით ხმას - ზუგდიდელების პ...
Radio Atinati