„ამნისტიის კანონი“ დაპირისპირების მიზეზი ხდება
პოლიტიკური კრიზისის დასრულებიდან და შეთანხმების გაფორმებიდან მესამე დღეს შარლ მიშელის დოკუმენტის პირველივე პუნქტი უთანხმოების საგანი ხდება. ამნისტიის აქტის შესახებ ჩანაწერს ყველაზე მწვავედ ის პოლიტიკური ძალა აპროტესტებს, რომელსაც დოკუმენტისთვის ხელი არ მოუწერია. „ნაციონალური მოძრაობისთვის“ მიუღებელია მექანიზმები, რომლებიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა მხარეებს ნიკა მელიას გასათავისუფლებლად შესთავაზა. მელია და მისი გუნდი ევროკავშირის მიერ გირაოს გადახდის შეთავაზებასაც უარით პასუხობს და არც ამნისტიის აქტით სურს ციხიდან გამოსვლა, რის გამოც დოკუმენტის ხელმომწერთა უმრავლესობისთვის შეთანხმების მიღმა დარჩენილი პარტიის პოზიცია გაუგებარია. 19-21 ივნისის საქმეზე ამნისტიის აქტი ყველა ბრალდებულის, მათ შორის აქციის მონაწილეების და პოლიციელების ამნისტირებას გულისხმობს, რის გამოც ამ ჩანაწერის მიმართ პრეტენზიები ჩნდება აქციის დროს დაზარალებულთა უფლებადამცველ ორგანიზაციაშიც. საია-ს გარდა ამნისტიის აქტის სამართალდამცავებზე გავრცელებას ეწინააღმდეგება „ლელოც“. ამნისტიის აქტთან დაკავშირებით მმართველი გუნდიდან სპეკულაციების შეწყვეტა ითხოვეს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
კანონპროექტი ამნისტიის შესახებ
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ჩვენი ამნისტიის პროექტი არის მცდელობა, რომ კარგი საქმე ყველა...
Girchi • გირჩი
ამნისტიის კანონი
TV IMEDI
ამნისტიის კანონი
TV3
ამნისტიის კანონი
TV IMEDI
ამნისტიის კანონი
TV IMEDI
ამნისტიის კანონი
TV IMEDI
ამნისტიის კანონი
Democracy Research Institute DRI