„როგორ გადავიღოთ დოკუმენტური ფილმი?" - ტრენინგი უნივერსიტეტში

06.03.2014 01:27

დღეს იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოკლემეტრაჟიანი ფილმების გადაღებაზე ტრენინგი ჩატარდა, რომელსაც უმაღლესი სასწავლებლის სხვადასხვა კურსის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ფოტო და ვიდეო-ფილმების გადაღების სპეციფიკას, ასევე ნაჩვენები იყო დოკუმენტური ფილმები, რომელთა შესახებაც სტუდენტებმა მსჯელობა-დისკუსია გამართეს. როგორც ტრენერმა, გიორგი ბეჟანიშვილმა განაცხადა, ტრენინგის მიზანია სტუდენტებმა აიმაღლონ თეორიული ცოდნა და მიიღონ პრაქტიკული უნარ-ჩვევები. პროექტის დასასრულს მონაწილეები უმაღლესი სასწავლებლის პედაგოგებზე მოკლემეტრაჟიან ფილმებსაც მოამზადებენ. ვებ-გვერდზე გადასვლა: http://bit.ly/NC4rPA

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

მსგავსი ვიდეოები ვერ მოიძებნა

ყველა ვიდეო