განცხადება პარტია „ევროპულ საქართველოში“

05.09.2021 01:22

„ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე გიგი წერეთელი მმართველ გუნდს თერჯოლაში წინასაარჩევნოდ ზეწოლასა და დევნაში ადანაშაულებს. მისი თქმით, მას შემდეგ რაც მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული ცენტრის ხელმძღვანელმა, რუსუდან კოვზირიძემ ოპოზიციურ პარტიასთან თანამშრომლობა გადაწყვიტა, მასზე პოლიტიკური შტურმი ამოქმედდა. გიგი წერეთლის განცხადებით, რუსუდან კოვზირიძეს ჯერ ოპოზიციასთან კავშირის გაწყვეტა ურჩიეს, შემდეგ კი იზოლაციის წესის დარღვევისთვის უსაფუძვლოდ დააჯარიმეს, მიუხედავად იმისა, რომ მისი ტესტის პასუხი უარყოფითი იყო. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ყველა ვიდეო