უკრაინაში დაღუპულ მებრძოლებს დღეს დაკრძალავენ


უკრაინაში საოკუპაციო ჯარებთან შეტაკებაში დაღუპულ ორ ქართველ მებრძოლს დღეს თბილისში სამხედრო პატივით დაკრძალავენ. დავით რატიანის ცხედარი ქაშვეთის ტაძარში, გიორგი ბერიაშვილის ცხედარი კი თემქაზე, მარიამ მეგვიპტელის ეკლესიაშია დასვენებული.

რატიანი და ბერიაშვილი უკრაინის ქალაქ ირპენში 18 მარტს დაიღუპნენ. ორი ყოფილი სპეცრაზმელი უკრაინაში მოხალისედ იბრძოდა. სამშობლოში ისინი 24 მარტს გადმოასვენეს. გმირ ქართველ მებრძოლებს დღეს თემქისა და ნავთლუღის სასაფლაოებზე სამხედრო პატივით დაკრძალავენ. ამ დრომდე ვერ ხერხდება კიდევ ერთი დაღუპული ქართველი მებრძოლის ბახვა ჩიქობავას გადმოსვენება. ის 19 მარტს საოკუპაციო ძალების ალყაში მყოფ ქალაქ მარიუპოლში დაიღუპა.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან