საგარეო საქმეთა მინისტრის მოსმენა


სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში მოყვანილ ფაქტებზე პასუხების გაცემა მოუხდა საგარეო საქმეთა მინისტრს. დავით ზალკალიანს დღეს პარლამენტში მოუსმინეს. ოპოზიციამ ქვეყნის პირველი დიპლომატი რუსეთის მიმართ მთავრობის დღევანდელი დამოკიდებულების გამო გააკრიტიკა და ოკუპირებულ რეგიონებში გახშირებული გატაცებები და მკვლელობები სწორედ სამთავრობო პოლიტიკას დაუკავშირა. პასუხად, მინისტრმა ოპონენტებს ბოლო საერთაშორისო რეზოლუციების შინაარსი შეახსენა და ასევე ჰკითხა, რატომ ვერ მოახერხა 2008 წლის ომის შემდეგ მაშინდელმა ხელისუფლებამ რუსეთის მიმართ სანქციების დაწესება. კითხვები დაისვა აბაშიძე-კარასინის ფორმატზე, ვიზალიბერალიზაციაზე და „ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სიის“ გაფართოების პერსპექტივაზეც. საგარეო უწყების პირველ პირს ანაკლიის პორტზეც ჰკითხეს.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან