რომეო მიქაუტაძის სასამართლო

03.11.2025 02:03

კორუფციულ დანაშაულში ბრალდებული ეკონომიკის ყოფილი მინისტრის საქმის განხილვა გრძელდება. რომეო მიქაუტაძის პროცესზე დღეს ბრალდების ორი მოწმე დაიკითხა. ელექტროსისტემის ინჟინერმა ზაზა სიხარულიძემ აღნიშნა რომ მიქაუტაძე ფლობდა შპს მცირეს და ჰესის ნებართვების მიღების პროცესშიც იყო ჩართული და მონაწილეობდა სხვადასხვა ნებართვების მიღებაში. მისივე ჩვენებით მიქაუტაძე მას აკვალიანებდა, რომელი უწყებისთვის მიეწერა წერილი და როგორ მიეღო ნებართვები და ამ პროცესში უკანონო არაფერი ყოფილა და პრივილეგიებით არ უსარგებლია. დაიკითხა ასევე ნახიდური ჰესის ყოფილი მეწილე გიორგი თეთრაძე რომელმაც თქვა რომ ბიძამისმა წილები მასზე გააფორმა რადგან სახელმწიფო უწყებებში იყო დასაქმებული. მისივე ჩვენებით, რომეო მიქაუტაძეს მის ძმაზე გიორგი მიქაუტაძეზე ჰქონდა 50 პროცენტიანი წილი გაფორმებული. მომდევნო პროცესი  10 ნოემბერს ჩაინიშნა

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/1stchannel.1tv.ge
გამოიწერეთ ჩვენი არხი - https://www.youtube.com/user/GeorgianPB/
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:
Compania