შსს-მ რუსთაველზე აქციის დაშლა დაიწყო — იყენებენ ცრემლსადენ გაზს და წყლის ჭავლს

30.04.2024 04:03

ვიდეო: ტვ პირველი ჩიტაძის ქუჩაზე დაძაბულობიდან რამდენიმე წუთში შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა რუსული კაონის საწინააღმდეგო აქციის დაშლა რუსთაველის გამზირზე დაიწყეს. გდდ-ის თანამშრომლები იყენებენ სპეციალურ საშუალებებს მათ შორის, წყლის ჭავლსა და ცრემლსადენ გაზს. რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე ვითარება 23:15 საათისთვის დაიძაბა. პოლიციამ მოქალაქეების დაკავება ჩიტაძის ქუჩაზე განაახლა. როგორც ერთ-ერთი პოლიციელი ტელეკომპანია პირველის ეთერში აცხადებდა, მათი მისამართით მოქალაქეები ბოთლებს ისროდნენ, თუმცა კადრებში ჩანდა რომ პლასტმასის ბოთლებს მოქალაქეების მიმართულებით პოლიციელებიც ისროდნენ. vrclad: https://netgazeti.ge/life/720545/

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ყველა ვიდეო