საოკუპაციო ხაზთან გატაცებულის ოჯახს გორის მერი შეხვდა

29.09.2018 01:28

საოკუპაციო ხაზთან გატაცებული მაია ოთიაშვილის ოჯახს ცოტა ხნის წინ გორის მერი შეხვდა. ის ოჯახის წევრებს გაესაუბრა. ეგრეთ წოდებული საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით, გორის რაიონის სოფელ ხურვალეთში მცხოვრები 36 წლის მაია ოთიაშვილი დღეს დააკავეს, ის საკუთარი ბაღიდან წაიყვანეს. ოჯახის წევრები ჰყვებიან, რომ ქალი შეიარაღებულმა პირებმა ძალის გამოყენებით მავთულხლართებზე გადაიყვანეს. მომხდარის შესახებ ევროკავშირის მისია ინფორმირებულია. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: