აჭარის ეთნოგრაფიული მუზეუმის არქიტექტურული კონცეფციის პრეზენტაცია

07/08/2013
culturegovge culturegovge-ის მიერ

8 ივლისს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში გაიმართა აჭარაში ღია ცის ქვეშ ეთნოგრაფიული მუზეუმის არქიტექტურული კონცეფციის პრეზენტაცია. კონცეფცია დამუშავდა კავშირი „ქართული სახლის\" მიერ 2012 წელს.

მუზეუმი ბათუმის ბოტანიკური ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე აშენდება და მასში აჭარის ეთნოგრაფიული მახასიათებლების შესაბამისი ტრადიციული საცხოვრებლის ნიმუშები იქნება წარმოდგენილი.

პრეზენტაციას დაესწრნენ მინისტრის პირველი მოადგილე მარინე მიზანდარი, პროფესიონალები კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და მუზეუმების სფეროდან, მოწვეული სტუმრები.

კავშირი „ქართული სახლი\" 2004 წელს დაფუძნდა და მისი მიზანია რესტავრაციის და რეაბილიტაციის პროექტების შემუშავებით, ტრადიციული ქართული საცხოვრებლის კვლევა და შესწავლა--ფიქსაცია. კავშირს 2002 წლიდან შესრულებული აქვს არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მიმართულებით.

http://www.culture.gov.ge/
http://www.facebook.com/culturegovge
http://twitter.com/#!/CULTUREgovge
   / culturegovge  
http://www.flickr.com/photos/cultureg...
http://www.myvideo.ge/?user_id=855045

ვიდეოები „culturegovge culturegovge"-ისგან