ბაკურიანში მსოფლიო ჩემპიონატი გრძელდება

21.02.2023 01:32

ბაკურიანში მსოფლიო ჩემპიონატი გრძელდება. დღეს დიდველზე სნოუბორდის პარალელური სლალომი გაიმართება. კვალიფიკაციაში 18 ქვეყნის 88 სპორტსმენი მიღებს მონაწილეობას, მათ შორისაა რევაზ ნაზღაიძე. ასევე გაიმართება ვარჯიშები შემდეგ სახეობებში - სნოუბორდი, სლოუფსთაილი, რომელშიც 22 ქვეყნის 85 სპორტსმენი ჩაერთვება, თხილამურები სლოუფსტაილი - 21 ქვეყნის - 71 სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას.  ამ სახეობაში ორი ქართველი სპორტსმენი ასპარეზებს - ლუკა ჩოფიკაშვილი და ბუთა ელოშვილი. სკი კროსში - კი ჯამში,  14 ქვეყნის 64 სპორტსმენი მონაწილეობს. მათ შორის, დავით თედიაშვილი, ბექა ბერძენიშვილი, ლაშა კურტანიძე. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: