გიგი უგულავას საქმე


უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის საქმეზე ბრალდებული გიგი უგულავასა და ალექსანდრე გოგოხიას პროცესზე დღეს, დაცვის მხარის მოწმე დაიკითხა.  

დავით ბარამიძე, რომელიც როგორც გიგი უგულავას, ასევე პროკურატურის მთავარი მოწმის, ბიზნესმენ გიორგი კაპანაძის ახლობელია, ამბობს რომ სპორტის სასახლეში არ მოუსმენია უგულავასა და კაპანაძეს შორის ფულის გათეთრების დანაშაულის შემცველი საუბრის შინაარსი. სპორტის სასახლეში დანაშაულებრივ სქემაზე საუბრის შესახებ ჩვენება გიორგი კაპანაძემ წინა სხდომაზე მისცა. ბრალდებულ ალექსანდრე გოგოხიასა და გიგი უგულავას უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავებიან.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან