შემოვლითი გზის მშენებლობა


პრემიერ-მინისტრმა ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობა დაათვალიერა.

13-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ამ ეტაპზე, სამშენებლო სამუშაოები 17 ხიდზე და 4 გვირაბზე ხორციელდება. არსებული გზა ტურისტულ და საცხოვრებელ ზონაზე გადის, რაც საერთაშორისო სატრანზიტო ტრანსპორტის, მათ შორის ტრაილერების მიმოსვლას ართულებს, ასევე საქართველოს ტურისტულ დედაქალაქში საცობებს ქმნის. პროექტის განხორციელების შედეგად, ბათუმის შემოვლითი გზა, ქობულეთის შემოვლით გზასთან ერთად, სრულად განტვირთავს მოძრაობას აჭარის საკურორტო ზონაში, რაც ხელს შეუწყობს სატრანზიტო ტვირთბრუნვის გაზრდას. ასევე მნიშვნელოვნად გაჯანსაღდება ქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობა.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან