დიდთოვლობა აჭარაში


ბათუმში დილიდან გამოიდარა, თუმცა, ამ დროისთვისაც ტემპერატურა მინუს სამ გრადუსამდეა. გზები მოყინულია და ქუჩების ნაწილზე ავტოტრანსპორტის გადაადგილების კუთხით, გარკვეული სირთულეებია. მიუხედავად ამისა, დილიდან ქალაქში შეუფერხებლად მუშაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი.

მერიის სამსახურები გზებს მთელი ღამის განმავლობაში წმენდნენ, რამდენიმე ცენტრალურ ქუჩაზე დაიყარა ტექნიკური მარილიც.  დილიდან განახლდა სასწავლო პროცესი საჯარო სკოლებშიც. ორდღიანი ინტენსიური თოვის შემდეგ, გუშინ, ღამით ბათუმში თოვლის საფარის სიმაღლემ თითქმის 50 სანტიმეტრს მიაღწია.

გამოიდარა აჭარის მაღალმთიანეთშიც. ამ დროისთვის ყველა თემის ცენტრალურ მაგისტრალთან დამაკავშირებელი გზები გაწმენდილია. მიმდინარეობს სასოფლო შიდა გზების გაწმენდის სამუშაოები. ელექტროენერგია არ მიეწოდება მხოლოდ ქედის მუნიციპალიტეტის ოთხ სოფელს. მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები. სასწავლო პროცესი განახლდა ყველა მუნიციპალიტეტში,  გარდა ქედის მეორე და შუახევის მესამე საჯარო სკოლისა. აჭარის განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ყველა სკოლაში უზრუნველყოფილია გათბობა, სასწავლო პროცესი მოსწავლეთა გამოუცხადებლობის გამო შეწყდა. აჭარის მთიან სოფლებში თოვლის საფარი ერთ მეტრს აჭარბებს. მუშაობს საგანგებო შტაბები.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან