სერთიფიკატების გადაცემა

07.12.2018 01:11

ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა GMP ინსპექტორებს სერტიფიკატები გადასცა. სამეტაპიანი სწავლების შემდეგ გამოვლინდა 5 პირი, რომლებიც პროგრამის ნაციონალური ინსპექტორები გახდნენ. მათ 2019 წლის 1 ივლისიდან ექნებათ უფლებამოსილება, შეამოწმონ ადგილობრივი ფარმაცევტული წარმოება, გასცენ შესაბამისი რეკომენდაციები და მიანიჭონ GMP ხარისხის დამადასტურებელი სერთიფიკატი. სამინისტროს მიერ, კონკურსით შერჩეულმა კანდიდატებმა გადამზადების კურსი დანიაში, კომპანია „ფარმაკონში“ გაიარეს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: