ინტერვიუ PACE-ს პრეზიდენტთან


ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი რუსეთის საოკუპაციო პოლიტიკის მძიმე შედეგებზეც საუბრობს.

საპარლამენტო ტრიბუნასთან გამოსვლამდე, ლილიან მორი პასკიემ „მოამბეს“ ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა, რა დროსაც განცხადებები ქვეყნის შიდა პოლიტიკურ პროცესებზეც გააკეთა.

ასამბლეის ხელმძღვანელი პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას მიესალმება. ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად პასკიე ოკუპაციას და რუსეთთან ურთიერთობას მიიჩნევს, თუმცა იქვე დასძენს, რომ რუსეთის საკითხი პრობლემაა ევროსაბჭოსთვისაც, სადაც რუსეთის დელეგაციას ყირიმის ანექსიის შემდეგ, ხმის მიცემის უფლება ჩამორთმეული აქვს.

ინტერვიუში საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ეხება სასამართლო სფეროსაც.

სალომე ქოქიაშვილმა მოისმინა პასკიეს გზავნილები.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან