„მედია ომის დროს“ -კონფერენცია თბილისში


„მედია ომის დროს“ - ამ სახელწოდებით თბილისში ევროპის საბჭოს ორდღიანი რეგიონული კონფერენცია მიმდინარეობს. კონფერენცია მოიცავს ხუთ თემატურ პანელურ დისკუსიას, ომისა და შეიარაღებული კონფლიქტის დროს მედიის წინაშე არსებული ძირითადი გამოწვევების შესახებ.

დისკუსიაში მონაწილეობენ მედიის სფეროს წარმომადგენლები აღმოსავლეთ პარტნიორობის ხუთი ქვეყნიდან - სომხეთი, აზერბაიჯანი, საქართველო, მოლდოვა და უკრაინა. ასევე ევროპის საბჭოს საერთაშორისო ექსპერტები.

კონფერენციის ფარგლებში ასევე გაიმართება დისკუსია თემაზე: „რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ: ჟურნალისტური საქმიანობა“ და მოეწყობა ომის დროს ჟურნალისტების მუშაობის შესახებ დოკუმენტური ფილმის ჩვენება, რომელიც 2022 წლის მაისში, კანის კინოფესტივალზე იყო წარდგენილი.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან