ბუ - ოთხმოცდაათელი / bu - otxmocdaateli

07/08/2020
ბ უ-ის მიერ

რთული პერიოდი გავიარეთ ოთხმოცდაათიანებში და არასდროს აღარ მინდა განმეორდეს ის უბედურებები რაც მაშინ ხდებოდა... სიკეთის და სიყვარულის ერთ საერთო ოჯახად გარდაქმნილიყოს ჩვენი სამშობლო... სამოთხისკენ მიმავალ გზის ერთობა გვჭირდება, რასაც ემსახურება მთელი ჩემი ცხოვრება და შემოქმედების ყოველი მარცვალი... გაუფრთხილდეთ ერთმანეთს და იბერიაც გაბრწყინდება...

სიყვარულით ბუ

https://www.facebook.com/BuOfficialGe/


ხმის რეჟისორი - ბეჟან წინწალაშვილი

სტუდია - ქართველო    / thebenjameni  
facebook - https://www.facebook.com/Qartvelostudio/

ვიდეოგრაფი - დათა ცინცაძე - https://www.facebook.com/Tsintso23

ტექსტი

ათასცხრაასოთხმოცდაოთხი იმ რიცვთა წელია
ჩემ დაბადების მოწმობაში რო მელნით წერია
წამს წლები ოთხმოცდაათჯერ დროში გაუწელია
თმას და წვერებს უკვე ჭაღარები შემოერია

მახსოვს სამოსელი პირველი და შობის სანთელი
ვიზრდებოდი ფსევდონიმით მე გლახუნა ზანელი
მერე ცხრა აპრილს ვნახე ჩემები ფეხით ნათელი
და დაიწყო მალე ხანა ბნელ ოთხმოცდაათელი

ლამფების და კერასინკის ფითილები იწვოდა
საიდანღაც კი ვიღაცის დვიჟოკის ხმა ისმოდა
ყველა მხრიდან ქარიშხალი სისხლიანობის ქროდა
ძმა ძმისაკენ კი ძალაუფლების ტყვიას ისვროდა

ყინვაში საათობით რო იყო პურის რიგები
დროს თურმე აკუპონებდნენ ვირთხა ვიში ლიგები
იქ სინათლე ჩვენ კი ნავთისგან დაგვეხრჩო ფილტვები
ბიძია პური მომიტეხე შიმშილით ვიფიტები

ჩვენები რო გამოყარეს მოდიოდნენ შემოვლითა
ზოგი გზაში გაიყინა ჩვილით ხელში მკერდში რძითა
ვინც გადარჩა კი ძარცვავდნენ ხამნი ტყვია პოროხითა
სამშობლო კი ჩემთან ერთად ქვითინებდა ბოლო ხმითა

ცრემლი სანთელივით მიწას სისხლზე დაეღვენთა
აწმყოს ლოცვით შენდობას თხოვს ჟამი გავლილ დღეთა
ვაი ჩვენ რო ძმობის ბილიკი გზად ვაქციეთ მტერთა
სევდა სამაჩაბლომ დარდად გამიაფხაზეთა

მის:
ისტორია ქართლის ცხოვრების
საჯიჯგნი გახდა ქორების
ეშმაკების მონების
მეტი და მეტი ქონების
ირონიის ბედია
თუმცა ტბაზე გედია
მომავლის იმედია
ეს ახალი გვერდია


მინდა გულით ვთხოვო და ვურჩიო ყველა ახალგარდას
ვინც ვეფხისტყაოსნურად აპირებს ქართულ სულით გაზრდას
იცხოვრეთ ქვეყნის სიყვარულით და სიკეთეში ნაღდად
თორე ჩვენი ცოდვების გამო ღმერთი ბევრჯერ გაგვიბრაზდა

ერთად გავაკეთილშობილოთ ავნი და ბოროტები
ვინმე ცუდს თუ გაგიკეთებს არ გინდა აბაროტები
სიკეთით გადაუხადე და შემოირიგე მტრები
გიყვარდეს ყველა და ორთავე სოფელსა შინა ცხონდები

შეცდომები აღარ განმეორდეს წინა თაობისა
დაყოფილი სივრცე იქცეს ერთიანობად ძმებისა
თხოვნა გავითვალისწინოთ იმ წინაპართა ძვლებისა
ვინც იდეას შეეწირა სამშობლოს გაბრწყინებისა

იბერიის გაბრწყინება მინდა აღარ იყოს მითი
ყველამ აქეთ გამოიშვიროს საჩვენებელი თითი
სამყარომ ჩვენგან აიღოს სიყვარულის მაგალითი
სიკეთისთვის შეიქმნას ყველა ლექსი ნახატი ბითი

ერმთანეთს გავუზიარებთ ხორბლისა და ვაზის ძირებს
ვასახელებთ ჩვენ კეთილდღეობისთვის გარდაცვლილ გმირებს
დრო გაბედნიერდება და ყველა გულით გაიღიმებს
მთელი დედამიწა მრავალჟამიერს წაიღიღინებს


მის:
ისტორია ქართლის ცხოვრების
საჯიჯგნი გახდა ქორების
ეშმაკების მონების
მეტი და მეტი ქონების
ირონიის ბედია
თუმცა ტბაზე გედია
მომავლის იმედია
ეს ახალი გვერდია