https://mtisambebi.ge/ - ჟურნალისტური ძიების შედეგად, ჰიდროელექტროსადგურებში კრიპტოვალუტის მსხვილი ფერმები აღმოვაჩინეთ. ვიდეოში ამჯერად როშკის ჰესების კასკადის შესახებ გიამბობთ. როშკისწყლის ხეობა ხევსურეთშია, დუშეთის მუნიციპალიტეტში. „მთის ამბები“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან მეოთხე თვეა ითხოვს საჯარო ინფორმაციას, რატომ ჩამორჩება 20, 30 და 40 %-თაც კი ჰესების ფაქტობრივი გენერაცია თავდაპირველად პროექტით გათვალისწინებულს. სამინისტრომ „მთის ამბებს“ მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია არც ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენის შემდეგ მოაწოდა, რის გამოც სასამართლოს მივმართეთ.