18 იანვრიდან სასწავლო პროცესი განახლდება

15.01.2021 01:51

საქართველოს ათ ქალაქსა და აჭარის რეგიონში სასწავლო პროცესი 18 იანვრიდან დისტანციურ რეჟიმში განახლდება. რეგიონებში კი, მოსწავლეები საკლასო ოთახებს დაუბრუნდებიან. 2021 სასწავლო წლის მეორე სემესტრის ფორმატსა და მიმდინარე სიახლეებზე, განათლების მინისტრის მოადგილემ ისაუბრა. ეკატერინე დგებუაძემ დისტანციური სწავლების პროცესში ტელესკოლის მნიშვნელობაზე ისაუბრა. დისტანციური სწავლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით, ქვეყანაში მოქმედ სამ მობილურ ოპერატორთან თანამშრომლობის მემორანდუმიც გაფორმდა. რის საფუძველზეც, საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეები და მასწავლებლები, შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ, 2020-2021 სასწავლო წლის ბოლომდე შეღავათიანი მობილური ინტერნეტპაკეტით ისარგებლებენ. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: