მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი თელავში 2013

09/11/2013
culturegovge culturegovge-ის მიერ

11 სექტემბერს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში, მინისტრმა გურამ ოდიშარიამ, კლასიკური მუსიკის დაცვის, განვითარებისა და პოპულარიზაციის ცენტრის გენერალურმა მენეჯერმა თამრიკო ლორთქიფანიძემ და ფესტივალის გენერალური სპონსორის „კავკასუს ონლაინის\" საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა რუსუდან კაპანაძემ „მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი თელავში 2013-ის\" შესახებ ისაუბრეს.
თელავი ტრადიციულად მუსიკის საერთაშორისო ფესტივალს უმაპინძლებს, რომელიც 12 ოქტომბერს, 19:00 საათზე - თელავის სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიხსნება. ფესტივალი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით და \"კლასიკური მუსიკის დაცვის, განვითარებისა და პოპულარიზაციის ცენტრის\" ორგანიზებით გაიმართება, გენერალური სპონსორი გახლავთ კომპანია „კავკასუს ონლაინი\". ფესტივალის დამფუძნებელი და გენერალური სამხატვრო ხელმძღვანელია ცნობილი ქართველი პიანისტი ელისო ვირსალაძე.
2013 წლის ფესტივალი მოიცავს 6 კონცერტს, რომლის უმეტესობა საერთაშორისო საფესტივალო ორკესტრის თანხლებით გაიმართება. იგი დაკომპლექტდა საგანგებოდ ფესტივალისთვის და მასში უკრავენ მაღალპროფესიონალი მუსიკოსები სხვადასხვა ქვეყნიდან. ორკესტრს წარუძღვება დირიჟორი არიელ ცუკერმანი.
2013 წლის ფესტივალი სოლისტების შემდეგი შემადგენლობით წარსდგება მსმენელის წინაშე: ელისო ვირსალაძე, კოლა (ლუკას ნიკოლაი) ბლაჰერი, ინგოლფ ტურბანი, ნატალია გუტმანი, ედუარდ ბრუნერი, ბენჟამინ გილმორი, მიხეილ ქართველიშვილი, ნოდარ ჟვანია, ჩულ გინ პაკი, გიორგი ქობულაშვილი, ჯააკო ლუომა, თამაზ ბათიაშვილი, პჟემისელ ვოიტა, მიხეილ ქართველიშვილი. ფესტივალზე მსმენელის წინაშე ასევე წარსდგებიან საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი „რუსთავი\" და სიმებიანი კვარტეტი „იბერი\".

http://www.culture.gov.ge
  / culturegovge  
http://twitter.com/#!/CULTUREgovge
   / culturegovge  
http://www.flickr.com/photos/cultureg...
http://www.myvideo.ge/?user_id=855045

ვიდეოები „culturegovge culturegovge"-ისგან