შეიარაღებული თავდასხმა პრაღაში
გამოშვებას ვიწყებთ პრაღით. ჩეხეთის დედაქალაქში, კარლის უნივერსიტეტში მსხვერპლია. სროლის შედეგად, ბოლო მონაცემებით, 10 ადამიანი დაიღუპა. დაშავებულთა რაოდენობა 30-ს აღწევს. დაღუპულია თავდამსხმელიც. უნივერსიტეტი ქალაქის ძველ ნაწილში, იან პალახის მოედანზე მდებარეობს. პრაღაში უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომებია მიღებული. გადაკეტილია შემთხვევის ადგილი და მიმდებარე ტერიტორია. პოლიცია მოქალაქეებს გარეთ გასვლისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს. დამნაშავის ვინაობა ჯერ არ სახელდება. უნივერსიტეტში მყოფთა ევაკუაცია უკვე დასრულდა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პრაღაში, კარლის უნივერსიტეტის ტერიტორიაზე სროლის შედეგად დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. „საქართველოს საელჩო ჩეხეთის რესპუბლიკაში ინფორმირებულია ინციდენტის შესახებ, კავშირზეა ჩეხეთის შესაბამის სტრუქტურებთან. საქართველოს მოქალაქეების დაშავების შესახებ ინფორმაცია ჯერ არ არის. მომხდარის გამო საგანგებოდ 24-საათიან რეჟიმში ამოქმედდა საქართველოს საელჩოს ცხელი ხაზი +420777222053, საჭიროების შემთხვევაში გთხოვთ დარეკოთ აღნიშნულ ნომერზე“, - ნათქვამია ჩეხეთში საქართველოს საელჩოს განცხადებაში. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
შეიარაღებული თავდასხმა პრაღაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შეიარაღებული თავდასხმა პრაღაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შეიარაღებული თავდასხმა ზუგდიდში - შეფასებები
TV IMEDI
შეიარაღებული თავდასხმა „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შეიარაღებული თავდასხმა პარიზის გარეუბანში
Music Box
შეიარაღებული თავდასხმა „საქართველოს ბანკზე“
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შეიარაღებული თავდასხმა „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შეიარაღებული თავდასხმა გლდანში „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster