შეხვედრა ჯანდაცვის სამინისტროში


წითელას ეპიდაფეთქების შეჩერებისა და გრიპით ავადობის გაზრდილი მაჩვენებლის შესამცირებლად კომპლექსური ღონისძიებები გრძელდება. აღნიშნულთან დაკავშირებით, ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე იმსჯელეს.

წითელას ვაქცინაცია პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებში საგანგებო რეჟიმში გაგრძელდება. მოქალაქეებმა, ვისაც ვაქცინაცია ჩატარებული არ აქვს ან არ ფლობს დადასტურებულ ინფორმაციას, არის თუ არა იმუნური ინფექციის მიმართ, ვაქცინის გასაკეთებლად პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებას უნდა მიმართონ.

ამ დრომდე ვაქცინაცია 4 300-ზე მეტმა მოქალაქემ ჩაიტარა.

ახალი პროტოკოლის მიხედვით, ვაქცინაცია სახელმწიფოს მხრიდან სრულად ფინანსდება.

კვლავ ნარჩუნდება გრიპის ვირუსით ავადობის მაჩვენებლის შემცირებისკენ მიმართული ტაქტიკური ღონისძიებები. უახლოეს დღეებში ქვეყანაში გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ახალი მარაგი შემოვა.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან