გერმანია კოვიდრეგულაციების გამკაცრებას გეგმავს


გერმანიაში რეგულაციების კიდევ უფრო გამკაცრება იგეგმება. კანცლერის განცხადებით, მოქმედი წესები ვირუსის გავრცელების შესაკავებლად საკმარისი არ არის. აღსანიშნავია, რომ გერმანიასა და დანიაში „კოვიდ-19“-ით ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდის გამო, ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი, მოქალაქეებს ამ ქვეყნებში მოგზაურობისგან თავის შეკავებას ურჩევს. ორშაბათიდან სრული ლოკდაუნი ამოქმედდა ავსტრიაში. ქვეყნის მასშტაბით, სამი კვირით დაიხურა ბარები, რესტორნები, სილამაზის სალონები და არასასურსათო მაღაზიები. მოქალაქეებს სახლიდან გასვლა მხოლოდ სამსახურში, საკვები პროდუქტების საყიდლად და სავარჯიშოდ შეუძლიათ. არავაქცინირებული მოქალაქეებისთვის შეზღუდვები გაამკაცრეს ჩეხეთში.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან