შუალედური არჩევნები 2019


„მოამბე“ განაგრძობს პარლამენტის შუალედური არჩევნების მონაწილეებთან საუბარს.

მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს შორის არის გიორგი ანდრიაძე - „ეროვნულ-ქრისტიანული მოძრაობის“ დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, რომელიც 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებშიც იყრიდა კენჭს.

2010 წლიდან იკავებდა საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის პოზიციას. არის თეოლოგიის დოქტორი,  2004 წელს დააფუძნა  დიასპორასთან ურთიერთობის ორგანიზაცია „ჩვენებურები,“ ასევე იყო ლაზური რადიო „კოლხას“ დამფუძნებელი. 1998-2005 წლებში იკავებდა საქართველოს საპატრიარქოს საპარლამენტო მდივნის პოსტს. 1988-1990 წლებში იყო ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობის სტუდენტური ორგანიზაციის ერთ-ერთი ხელმძღვანელი.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან