ლაზური ხაჭაპური საფუარიანი რძის ცომით,ღია ცომით,lazuri khachapuri,хачапури лазури

08/16/2021
CHEF GIGA BAKES-ის მიერ

ამ ვიდეოში გასწავლით, ლაზური ხაჭაპურის რეცეპტს, საფუარიანი რძის ცომით.ამ ხაჭაპურს ეძახიან ასევე ღია ცომის ხაჭაპურს.წარმატებებს გისურვებთ გამეორების პროცესში.
ინგრედიენტები
1.ფქვილი 880-900 გ
2.თბილი რძე 550-600 მლ 35-40 °c (დაახლოებით 3 ჭიქა)
3.ზეთი სუნის გარეშე 100 მლ (4-5 სკ)
4.საფუარი 14 გ (1 შეკვრა)
5.დარბილებული კარაქი 70 გ
6.1 ცალი მთლიანი კვერცხი ოთახის ტემპერატურის
7.შაქარი 1 ს .კ (13-15 გ)
8.მარილი 1 სკ (13-15 გ)
9.2 კვერცხის გულში გარეული 2 სკ რძე,ხაჭაპურზე მოსასმელად
10.40-50 მლ (1 არყის ჭიქა) ზეთი ცომის დასამუშავებლად
11.400 გ სულგუნი
12.400 გ ყველი ბრინზა(გამოიყენეთ იმერული ჭყინტი ყველი,ვინც საქართველოში იმყოფებით)
13.300 გ მოცარელა
--------------------------------------------
რაოდენობა 2 დიდი ხაჭაპური,თუ დიდი არ გნებავთ 4 პატარა ზომის ხაჭაპური.
--------------------------------------------
მომზადება:
--------------
ეტაპი 1:
--------------
თბილ რძეს მოვათავსებ დიდი ზომის ჯამში,დავუმატებ შაქარს საფუარს ,როდესაც საფუარს დაუმატებთ სხვა ანგრედიენტი აღარ დაუმატოთ დაახლოებით 30-40 წამი აცადეთ რომ საფუარი შევიდეს მოქმედებაში და შეეჩვიოს სითხეს,ამის შემდეგ ვუმატებთ ზეთს და კვერცხ,და ვიწყებთ ხელით გათქვეფას რათა ყველა ინგრედიენტი თანაბრად გადანაწილდეს და მივიღოთ ერთგვაროვანი მასა,ამის შემდეგ ვუმატებ ფქვილს 300 გ საერთო რაოდენობიდან,კიდევ გავთქვიფავ და როდესაც მასა გახდება ერთგვაროვანი ამის შემდეგ ვუმატებ მარილს,და კიდევ ერთხელ გავთქვიფავ
-----------.
ეტაპი 2:
-----------
თხევად მასას დავაფარებ პარკს და დავასვენებ სითბოში დაახლოებით 15-20 წუთით.
-----------
ეტაპი 3:
-----------
15-20 წუთის შემდეგ გააქტიურებულ მასას ვუმატებთ დარჩენილ ფქვილს პერიოდულად ისე რომ კარგად ვაკონტროლოდ ცომის კონსტიტენცია,შეილება 1 კილოგრამი ფქვილი არ გადვჭირდეს ,მე გამოვიყენე დაახლოებით 880-900 გ ფქვილი,როდესაც მასა გახდება ერთგვაროვანი და არ იქნება თხევადი მაშინ ვიწყებ დარბილებული კარაქის დამატებას ანუ შეზელას.რაც შეიძლება კარგად უნდა შევაზილოდ რათა თანაბრად გადანაწილდეს კარაქი ცომის მასაში.როდესაც მოვრჩებით ცომის მმოზელას მოვასხად კიდევ ზეთი ზემოდან ცოტა ჩავზილოდ და გადავიტანოთ სამუშაო მაგიდაზე დასამუშავებლად,
მე რამოდენიმე წუთით კიდევ ვზილე ცომი სამუშაო მაგიდაზე,დამუშავების შემდეგ გადავიტანე ჯამში დავაფარე პარკი და დავასვენე სითბოში 1 საათით.
----------
ეტაპი 4:
----------
ამასობაში რომ დრო არ გამიცდეს მოვამზადე შიგთავსი,გავხეხე ყველი სულგუნი ,ყველი ბრინზა და ყველი მოცარელა,ეხლა მეგობრებო მინდა გითხრათ,ბრინზა არის დაღესტნური ყველის სახეობა რომელიც ძალიან წააგავს ჩვენს იმერულ ყველს,ამიტომ მომიწია გამოყენება ყველი ბრინზის,თან საქართველოში არ ვიმყოფები ...
////////
ვინც საქართელოში ცხოვრობთ გამოიყენეთ უბრალოდ იმერული ყველი და სულგუნი,მოცარელა არ დაგჩირდებათ.
////////
მე გახეხილ ყველს დავუმატე 2 სუფრის კოვზი ფქვილი რათა ყველი დუღილის დროს არ გადმომსვლოდა...
--------------
ეტაპი 5:
-------------
1 საათის შემდეგ როდესაც ცომი ამოვა უბრალოდ გაუშვებ ზედმეტ ჰაერს ცომის მასიდან ხელის ოდნავ დაჭერით,შემდეგ გადავიტან სამუშაო მაგიდაძე ცოტას დავამუშავებ გავჭრი ორ თანაბარ ნაწილად ,დავახურებ პარკს და დავასვენებ კიდევ რამოდენიმე წუთით.
-----------
ეტაპი 6:
ვახურებ ღუმელს 210-220 °c
-------------
ეტაპი 7:
-----------
ცომის ბურთულების დასვენების შემდეგ ვიწყებ მის გაბრტყელებას,ეხლა დაიმახსოვრეთ.1)გააბრტყელედ იმ სისქეზე რა სისქეც თქვენ გესიამოვნებად.2)ცომს გაბრტყელების დროს ძალიან არ დააწვეთ არის საშიშროება რომ ყველა ჰაერი დაკარგოს და ცომი აღარ ამოვიდეს,..
მე მსიამოვნებს სქელი ცომი და ჩემთვის პირადად ეს სისქე მისაღები არის.
ცომის გაბრტყელების შემდეგ მის გვერდებზე მოვათავსოდ ყველი თანაბარი რაოდენობით,მთლიან მასაზე,და გადავუკეცედ თავები ისე როგორც ხედავთ ვიდეოში.
როდესაც მორჩებით გადაკეცვას გადაიტანეთ გამოსაცხობ ფორმაზე და ყველი იქ დაუმატეთ,იმიტომ რომ თუ ყველს დააყრით და შემდეგ შეეცდებით მის გამოსაცხობ ფორმაზე გადატანას არ გამოგივათ,მასა დაიშლება და დაკარგავს ფორმას.
------------
ეტაპი 8:
გამოსაცხობ ფორმაზე გადატანის შემდეგ მოვაყრი ყველს ,გადავანაწილებ თანაბრად მოვუსმევ კვერცხის და რძის მასას გარედან და გადავიტან ღუმელში გამოსაცხობათ.
----------
ეტაპი 9:
----------
ვაცხობ 220 ° c დაახლოებით 15-17 წუთით.
ეს დაჭირდა ჩემს ღუმელს,გთხოვთ დააკვირდეთ ცომის ცხობის დროს ,იმიტომ რომ შეილება არ დაგჭირდეთ 15 წუთი,შეილება დაგჭირდეთ 10 წუთი,ან 15 წუთზე მეტი..უბრალოდ აკონტროლედ ცხობის დროს ხაჭაპური...
-------------
წარმატებებს გისურვებთ ,გემრიელად მიიირთვით.
#khachapuri
#xachapuri
#mengrelskixachapuri
#megrelianxachapuri
#cheesebread
#georgianfood
#shorts #food #cooking #foodies #recipes #tasty #khachapuri #batumi #alaverdibatumi #lazuri #cheese #sulguni #food #recipe #tasty

ვიდეოები „CHEF GIGA BAKES"-ისგან