პრემიერა მოზარდმაყურებელთა თეატრში

30.09.2022 04:14

შექსპირის ტრაგედიის გასხვავებული ვერსია თეატრალურ სცენაზე. მოზარდმაყურებელთა თეატრი პრემიერისთვის ემზადება. „ოტელოს“ ახალ დადგმაში თოჯინებიც იქნება გამოყენებული, რაც მთავარი სიახლეა. ცნობილი პიესის ახლებურად წარმოდგენა კოტე მარჯანიშვილის იუბილეს მიეძღვნება. წარმოდგენისთვის სპეციალურად შეიქმნა თოჯინები, რომლის ავტორიც ვახტანგ ქორიძეა. სპექტაკლში გამოყენებულია ცნობილი ქართველი მხატვრის, პეტრე ოცხელის ესკიზები. „ოტელოს“ პრემიერა მოზარდმაყურებელთა თეატრში ხვალ და ზეგ გაიმართება.   ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: