ქრისტიანული–ქართული წელთაღრიცხვა – ქართული ანბანის რაინდი რამაზ პატარიძე
03/22/2022
კახაბერი-ის
მიერ
/ levan.frangishvili
რამაზ პატარიძე — აღმოსავლეთმცოდნე, ენათმეცნიერი, მკვლევარი. ფილოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი, დამწერლობათმცოდნე, ანბანთმცოდნე, ქართული ანბანის რაინდი. პოეტის, მთარგმნელისა და საზოგადო მოღვაწის მიქელ პატარიძის შვილი, პავლე ინგოროყვას მოსწავლე.
სამწუხაროდ მისი შრომები მუდამ იბლოკებოდა საბჭოთა თუ თანამედროვე ანტიქართული ძალების მეცადინეობით.
64 წლის განმავლობაში იკვლევდა ქართული ანბანის საკითხებს. 1980 წელს საბავშვო გამომცელობა „ნაკადულმა“ გამოსცა მისი წიგნი „ქართული ასომთავრული“, წიგნმა საბჭოთა ცენზურის გვერდის ავლა მარტივად მოახერხა ვინაიდან ის საბავშვო გამომცემლობამ გამოსცა. ამის შედეგად წიგნების გავრცელება შეიზღუდა, გამომცემლობა „ნაკადულის“ დირექტორი არჩილ სულაკაური თანამდებობიდან გაათავისუფლეს, ხოლო წიგნის ავტორი რამაზ პატარიძე პრაქტიკულად ჩამოაშორეს სამეცნიერო საქმიანობას. ბატონი რამაზი ვერ ეღირსა ქართველ მეცნიერთა მხრიდან მხარდაჭერას, მაგრამ მადლიერი მსოფლიო საზოგადოებრიობა არასდროს დაკარგავს მის უდიდეს
ღვაწლს კაცობრიობის წინაშე.
ქართველო მეცნიერებო: იქნებ მოიცილოთ შიშისა და შურის მოსასხამი და სათანადოდ შეაფასოთ დიდი თანამემამულის ღვაწლი.
ლევან ფრანგიშვილი.