2022 წლის დადგომა მსოფლიოში რეგულაციების დაცვით აღინიშნა


როგორ შეხვდა მსოფლიო ახალ 2022 წელს.

„ომიკრონის“ სწრაფი გავრცელების გამო მთელ რიგ ქვეყნებში საზეიმო ღონისძიებები მკაცრი შეზღუდვების გათვალისწინებით დაიგეგმა. პირველებმა ახალი წლის შემოსვლა ტრადიციულად წყნარი ოკეანის კუნძულებზე, შემდეგ კი ახალ ზელანდიასა და ავსტრალიაში იზეიმეს. მოკრძალებულად აღინიშნა ახალი წლის დადგომა საბერძნეთში, სადაც ვირუსის გამო ღონისძიებების უმეტესობა გაუქმდა. ტრადიციული ფოიერვერკის გარეშე შეხვდნენ 2022 წელს საფრანგეთსა და გერმანიაშიც. ქვეყნების უმრავლესობა ტურისტებისთვის ღიაა, თუმცა ვიზიტორებს მოგზაურობა კოვიდ-პასპორტებით უწევთ.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან