ბრალის წარდგენა
საპროტესტო აქციაზე პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით გუშინ დაკავებულ გიორგი ოკმელაშვილს ბრალს დღეს წარუდგენენ. მისი ადვოკატის, ჯუმბერ ქათამაძის განცხადებით, ამ დროისთვის დაკავებულის პოზიცია უცნობია. მისი განმარტებით, დაცვის ქვეშ მყოფს ბრალის წარდგენისას მოინახულებს და დამატებითი დეტალი ეცოდინება. შეგახსენებთ, რომ სამართალდამცველებმა პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით, სარეკლამო კომპანია „ლიმონის“ ხელმძღვანელი წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის, მათ შორის ძალადობის, ჯანმრთელობის დაზიანებისა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის ნასამართლევი გიორგი ოკმელაშვილი დააკავეს. დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიების ცნობით, დაკავებულმა, მიმდინარე წლის 13 მაისს, თბილისში, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ საპროტესტო აქციაზე, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს. კერძოდ, აქციის მიმდინარეობისას, დაკავებულმა იდაყვისა და მუშტის დარტყმით პოლიციის თანამშრომლებს სახის არეში დაზიანებები მიაყენა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ბრალის წარდგენა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ბრალის წარდგენა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ბრალის წარდგენა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ბრალის წარდგენა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ბრალის წარდგენა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ბრალის წარდგენა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ბრალის წარდგენა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ბრალის წარდგენა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster