კვლევა კორონავირუსთან დაკავშირებულ საფრთხეებზე
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ბიუროსა და საქართველოს ოფისის, ასევე გაერო-ს ბავშვთა ფონდის მიერ, „კოვიდ-19“-ის პანდემიის პირობებში ჩატარებული კვლევის ონლაინ-პრეზენტაცია გაიმართა. კვლევა კორონავირუსთან დაკავშირებით საქართველოს მოსახლეობის ცოდნის, რისკების აღქმის, პრევენციული ქცევისა და ნდობის შესწავლას ეხებოდა. შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა 76-84 % მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავრობამ „კოვიდ-19“-ის გავრცელების პრევენციისთვის ადეკვატური ნაბიჯები გადადგა და დროულად იმოქმედა. 90%-ზე მეტმა კარგად იცის ვირუსის სიმპტომებისა და მისი გადაცემის გზების შესახებ, ხოლო დამცავ ზომებს 90%-ზე მეტი მიმართავს. დაახლოებით 55% თვლის, რომ ინფიცირების შანსი დაბალია. კვლევამ ასევე გამოავლინა, რომ სოფლის მოსახლეობა ქალაქელებთან შედარებით, ნაკლებ ინფორმირებულია კოვიდ-თემატიკასთან დაკავშირებით და მათი დამოკიდებულება ვირუსთან მიმართებით ნაკლებ სერიოზულია. მოსახლეობის გამოკითხვა 21 აპრილიდან 15 მაისის პერიოდში, სამ ეტაპად, თითოკვირიანი ინტერვალებით ჩატარდა და ქვეყნის ყველა რეგიონი მოიცვა. კვლევა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ბიუროს, ევროკავშირის და ბრიტანეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
კონსპირაციული თეორიები
Litagora
საზღვარზე შეზღუდვები დამატებით შვეიცარიასთან, ნორვეგიასა და...
Georgian Government
COVID-19 - ვითარება საქართველოს რეგიონებში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
COVID 19-ის ახალი სახეობა დიდ ბრიტანეთში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
კვლევა: ახალმა კორონავირუსმა მოზარდების ფსიქიკაზე უარყოფითი...
საპატრიარქოს ტელევიზია ერთსულოვნება
COVID-19 და ორსულთა ჯანმრთელობა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
კვლევა
Tamari Abramishvili
კვლევა საზოგადოებრივ მაუწყებელზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster