კვლევა კორონავირუსთან დაკავშირებულ საფრთხეებზე
07/15/2020
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ბიუროსა და საქართველოს ოფისის, ასევე გაერო-ს ბავშვთა ფონდის მიერ, „კოვიდ-19“-ის პანდემიის პირობებში ჩატარებული კვლევის ონლაინ-პრეზენტაცია გაიმართა. კვლევა კორონავირუსთან დაკავშირებით საქართველოს მოსახლეობის ცოდნის, რისკების აღქმის, პრევენციული ქცევისა და ნდობის შესწავლას ეხებოდა. შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა 76-84 % მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავრობამ „კოვიდ-19“-ის გავრცელების პრევენციისთვის ადეკვატური ნაბიჯები გადადგა და დროულად იმოქმედა. 90%-ზე მეტმა კარგად იცის ვირუსის სიმპტომებისა და მისი გადაცემის გზების შესახებ, ხოლო დამცავ ზომებს 90%-ზე მეტი მიმართავს. დაახლოებით 55% თვლის, რომ ინფიცირების შანსი დაბალია. კვლევამ ასევე გამოავლინა, რომ სოფლის მოსახლეობა ქალაქელებთან შედარებით, ნაკლებ ინფორმირებულია კოვიდ-თემატიკასთან დაკავშირებით და მათი დამოკიდებულება ვირუსთან მიმართებით ნაკლებ სერიოზულია.
მოსახლეობის გამოკითხვა 21 აპრილიდან 15 მაისის პერიოდში, სამ ეტაპად, თითოკვირიანი ინტერვალებით ჩატარდა და ქვეყნის ყველა რეგიონი მოიცვა. კვლევა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ბიუროს, ევროკავშირის და ბრიტანეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.