ჯანდაცვის მინისტრის განცხადება


სოციალურად დაუცველი მოქალაქეები და ორსულები მედიკამენტ „ტამიფლუს“ უფასოდ მიიღებენ, - ამის შესახებ განცხადება ჯანდაცვის მინისტრმა გააკეთა.
მინისტრის თქმით, გადაწყვეტილება გრიპოზული ინფექციისადმი მომატებული რისკის მქონე ჯგუფისთვის მედიკამენტზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით იქნა მიღებული. პრეპარატის უფასოდ მისაღებად საჭიროა ბენეფიციარებმა მიაკითხონ მუნიციპალური საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებს, წარმოადგინონ ექიმის დანიშნულება, „ფორმა 100“. სოციალურად დაუცველთა სტატუსის გადამოწმება კი სამინისტროს ბაზაში მოხდება.
მედიკამენტის უფასოდ მიღებას სოციალურად დაუცველი მოქალაქეები და ორსულები ხვალიდან შეძლებენ.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან