საქართველოს პრეზიდენტის განცხადება


ქაბულში ტერორისტულ თავდასხმას გმობს საქართველოს პრეზიდენტი. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს. „მკაცრად ვგმობ ქაბულში მომხდარ ტერორისტულ თავდასხმას. ვლოცულობ დაღუპული ავღანელი მშვიდობიანი მოქალაქეებისა და ამერიკელი სამხედროებისთვის. ევაკუაცია უნდა გაგრძელდეს მშვიდობიანად. საქართველო გააგრძელებს მათ მხარდაჭერას, ვინც ევაკუაციას ახორციელებს და გამოხატავს სოლიდარობას ძალადობის წინააღმდეგ“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.

ქაბულის აეროპორტში მომხდარ აფეთქებას ეხმაურება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრიც: \"სასტიკად ვგმობ ქაბულის აეროპორტში განხორციელებულ ლაჩრულ ტერორისტულ შეტევას. გულითადად ვუსამძიმრებ მსხვერპლთა, მათ შორის აშშ-ის დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ოჯახებს. საქართველო დგას საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში, რათა დასრულდეს ძალადობა და ქაოსი ავღანეთსა და მის ფარგლებს გარეთ,\" - წერს ზალკალიანი „ტვიტერის“ პირად გვერდზე.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან