სპილო „გრანდს“ ურთულესი ოპერაცია ჩაუტარდა


თბილისის ზოოპარკში სპილო „გრანდს“ ურთულესი ოპერაცია ჩაუტარდა. დაზიანებული ეშვი უკვე ამოღებულია, ახლა ჭრილობის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.

ოპერაციისთვის თბილისში სამხრეთ აფრიკიდან ცნობილი ვეტექიმი გერჰარდ სტინკამპი და ანესთეზიოლოგი ადრიან ტორდიფი ჩამოვიდნენ.

სპილო „გრანდი“ 23 წლისაა, ის საქართველოში რამდენიმე წლის წინ ერევნის ზოოპარკიდან ჩამოიყვანეს. მას ორი ეშვი ჰქონდა დაზიანებული. პირველი ოპერაცია, რომელიც 11 საათს გაგრძელდა, ბრიტანელმა ექიმებმა, 2014 წელს წარმატებით ჩაატარეს და „გრანდს“ ერთი დაზიანებული ეშვი ამოუღეს.

თბილისში იმყოფება BBC-ის გადამღები ჯგუფიც. BBC ახალ სერიალში „დიდი ცხოველების ოპერაციები“ გრანდის ისტორიას ერთ სრულ ეპიზოდს დაუთმობს.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან