კოვიდშეზღუდვების ნაწილი იხსნება


15 თებერვლიდან, სავაჭრო ობიექტებთან ერთად, ქვეყნის სამ დიდ ქალაქში - თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში სწავლა საკლასო ოთახებში გაგრძელდება. მთელი ქვეყნის მასშტაბით, ბავშვები სკოლის შენობებს უბრუნდებიან. განათლების სამინისტროს მიერ განსაზღვრული რეგულაციების მიხედვით, მოსწავლეებმა მეხუთე კლასიდან ზემოთ, სკოლის სივრცეში პირბადე უნდა ატარონ. ძალაში რჩება არჩევის სისტემაც და სპეციალური განაცხადის გაკეთების შემდეგ, მოსწავლე დისტანციურ რეჟიმზე დარჩება. ამასთან, განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ საკოორდინაციო საბჭო, სკოლების ბუფეტებისა და სხვადასხვა წრეების ეტაპობრივად ამოქმედების საკითხსაც განიხილავს.

სკოლებში მოსწავლეთა მისაღებად მზადება დასრულებულია. შენობები პრევენციისთვის საჭირო რესურსებით უკვე მომარაგებულია.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან