მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარება

10.11.2021 06:34

წამახალისებელმა ღონისძიებებმა და ასაცრელთა ჯგუფების გაფართოებამ, როგორც ჩანს გავლენა მოახდინა. ბოლო დღეებში ვაქცინაციის ტემპი შედარებით გაზრდილია. დღიური მაჩვენებელი 7 000-ს აღწევს, მაშინ როდესაც ცოტა ხნის წინ ეს მონაცემი 3 000-ს შეადგენდა. აცრის პუნქტებში მომატებულია ასაკოვნების მიმართვიანობა. პენსიონრებს პირველი აცრის შემდეგ 200-ლარიან წამახალისებელ დანამატებს სთავაზობენ. რაც შეეხება ზოგად ეპიდემიოლოგიურ ვითარებას, გუშინდელთან შედარებით ინფიცირებულთა რაოდენობა 300-ით შემცირდა. დაინფიცირდა 5 751 ადამიანი, გარდაიცვალა 78 მოქალაქე. ჰოსპიტალიზირებულია 7 000-მდე ინფიცირებული. მათი აბსოლუტური უმრავლესობა აუცრელია.  ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: