ფიროსმანის სავარაუდო საფლავი

07/01/2014
culturegovge culturegovge-ის მიერ

დღეს, 30 ივნისს „საზოგადოებრივი მაუწყებლის\" ჟურნალისტმა მაია რამიშვილმა კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია და საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი ადამიანები - ფოლკლორისტები ეთერ თათარაიძე და ამირან არაბული, ისტორიკოსი ზაზა აბაშიძე, მწერალი კოტე ჯანდიერი, ხელოვნებათმცოდნე ეკა კიკნაძე სწორედ იმ ადგილას მიიწვია, სადაც სავარაუდოდ, ნიკო ფიროსმანის საფლავი ეგულება. მიუხედავად თავსხმა წვიმისა, უკლებლივ ყველა მათგანი ავიდა კუკიის სასაფლაოზე და გულდასმით დაათვალიერა მაია რამიშვილის ნაპოვნი ნაპოვნი საფლავის ქვა.
მაია რამიშვილის მოსაზრება გარკვეულ არგუმენტებს ეფუძნება. ჟურნალისტის მონათხრობით, ამ საფლავს დაახლოებით ერთი თვის წინ წააწყდა კუკიის სასაფლაოზე, მშობლების საფლავების შორიახლოს. მისი ვარაუდი რამდენიმე ძალიან თვალშისაცემ ფაქტს ეყრდნობა.

http://www.culture.gov.ge/
http://www.facebook.com/culturegovge
http://twitter.com/#!/CULTUREgovge
   / culturegovge  
http://www.flickr.com/photos/cultureg...
http://www.myvideo.ge/?user_id=855045

ვიდეოები „culturegovge culturegovge"-ისგან