ევროპის ჩემპიონატი პარაძიუდოში

20.09.2025 01:42

თბილისში მიმდინარე პარაძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატის მეორე საშეჯიბრო დღეს რევაზ ჩიკოიძე ოქროს მედლის მფლობელი გახდა, ამავე წონით კატეგორიაში ლაშა ყიზილაშვილი კი ბრინჯაოს დაეუფლა. კონტინენტის პირველობის ფინალში დამარცხდა ზვიად გოგოჭური, რომელიც ვერცხლის მედალს დასჯერდა. ტურნირზე 70კგ-ში ქალთა შორის მესამე ადგილი დაიკავა ინა ქალდანმა. ორი საშეჯიბრო დღის შემდეგ, საქართველოს ნაკრების ანგარიშზე სამი ოქროს, ორი ვერცხლისა და ოთხი ბრინჯაოს მედალია. ხვალ ევროპის ჩემპიონატზე გუნდური ასპარეზობები გაიმართება. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - https://www.youtube.com/user/GeorgianPB/ ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: