საკრებულოს წევრებს ბრალი წარუდგინეს


24 იანვარს საკრებულოში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების სამართლებრივი გაგრძელება.

ოთხი დეპუტატის მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. „ქართული ოცნების“ სამ წევრს „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატ ლევან ხაბეიშვილის ცემას ედავებიან. ბრალდებულის სტატუსი აქვს თავად ხაბეიშვილსაც, რომელსაც ოპონენტ ირაკლი ზარქუაზე ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებენ. თუმცა, ორივე მხარე კონფლიქტის პროვოცირებაში ერთმანეთს ადანაშაულებს და ბრალს არ აღიარებს.

მმართველი პარტიის წევრებს სასამართლომ გირაო შეუფარდა, პროკურატურა გირაოს ითხოვს ლევან ხაბეიშვილის მიმართაც, რომელიც გადაწყვეტილებას ჯერ ისევ ელის. თუ საქმის ძიების დროს აღკვეთის ღონისძიება პატიმრობით შეიცვლება, ბრალდებულები დეპუტატის მანდატს დაემშვიდობებიან.  

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან