შეხვედრა „ცენტრ-პოინტის“ დაზარალებულებთან


კომპანია „ცენტრ-პოინტის“ დაუსრულებელ მშენებლობებთან დაკავშირებით თბილისის მერიაში შეხვედრა გაიმართა. 

კახა კალაძეს და დეველოპერული კომპანიების წარმომადგენლებს ინფორმაცია დაზარალებულმა მენაშენეებმა პირადად გააცნეს. საუბარი შეეხო „დაკიდებული ბაღების“, „გურამიშვილის“ და „თაბუკაშვილის“ ობიექტებს. დეველოპერებს საბოლოო გადაწყვეტილება პროექტების დასრულებაზე ამ ეტაპზე მიღებული არ აქვთ, თუმცა კომპანიები დაინტერესებული არიან სამივე ობიექტით. კომპანიებმა წარადგინეს საკუთარი მოსაზრებები, რა შემთხვევაში უღირთ შეჩერებული მშენებლობების დასრულება. მათ შორის არის კოეფიციენტის მომატება და გათავისუფლება დამატებიღი ღირებულების გადასახადისგან.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან