აზერბაიჯანში რიგგარეშე არჩევნები იმართება
აზერბაიჯანის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე 12:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ 27 პროცენტი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაცია აზერბაიჯანის ცესკო-მ გაავრცელა. მათივე ცნობით, დარღვევები ამ დროისთვის არ დაფიქსირებულა. არჩევანი უკვე გააკეთა ქვეყნის პრეზიდენტმა. მან ბაქოს მეექვსე უბანზე მისცა ხმა. ამ ოლქში 20 კანდიდატი იყრის კენჭს. არჩევნები მაჟორიტარული სისტემით იმართება. საკუთარი კანდიდატურა 20-მა პოლიტიკურმა პარტიამ წარადგინა. ასევე დიდი რაოდენობით არიან დამოუკიდებელი კანდიდატები. ეგზიტპოლებს სამი კომპანია ჩაატარებს. არჩევნებს აკვირდება 77 000 ადგილობრივი და 880-ზე მეტი საერთაშორისო დამკვირვებელი. მათ შორის არის ეუთო-სა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მისია. საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი 22-ე საარჩევნო უბანზე მისულ ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს ესაუბრა. მისი თქმით, სამეთვალყურეო მისიის წევრები საარჩევნო პროცესებს6 იანვრიდან აკვირდებიან. საარჩევნო უბნები თბილისის დროით 19:00 საათზე დაიხურება. სწორედ ამ დროს გამოცხადდება ეგზიტპოლების შედეგები. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ვადამდელი არჩევნები აზერბაიჯანში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები აზერბაიჯანში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
აზერბაიჯანის პარლამენტის დათხოვნის გადაწყვეტილება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა პარლამენტი დაითხოვა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
აზერბაიჯანში არ უპასუხეს სალომეს და აი, პასუხი - აკაკი ასათი...
Tv Kavkasia
ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი აზერბაიჯანში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
COVID-19 - ვითარება რეგიონში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster