ენერგოომბუდსმენი საინფორმაციო კამპანიას იწყებს

29.05.2019 01:02

მომავალი კვირიდან ენერგოომბუდსმენი საინფორმაციო კამპანიას იწყებს. სალომე ვარდიაშვილის განცხადებით, პირველ რიგში თბილისში, შემდეგ კი მთელი ქვეყნის მასშტაბით,    საინფორმაციო შეხვედრები გაიმართება მოსახლეობასთან. მათ დაურიგდებათ საინფორმაციო ბუკლეტები, რისი საშუალებითაც მიიღებენ ინფორმაციას თუ როგორ უნდა მოიხმარონ ბუნებრივი აირი და რა წესები უნდა დაიცვან უსაფრთხოების მიზნით. ენერგოომბუდსმენის თქმით, კამპანია ცნობიერების ამაღლებას ემსახურება. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: